суббота, 27 октября 2018 г.

 პროექტის დაგეგმვისას დიდი მნიშვნელობა  აქვს მიზნების სწორად ჩამოყალიბებას , სწორი მიმართულების მიცემას . ამაში კი გვეხმარება მიმართულების მიმცემი კითხვები. კითხვების საშუალებით მოვახერხებთ წინარე ცოდნის დადგენას, გავიგებთ როგორ აზროვნებენ მოსწავლეები, რა შეხედულებები აქვთ მათ  ამა თუ იმ საკითხზე, დაგვეხმარება სწორად წარვმართოთ პროექტის მიმდინარეობა

воскресенье, 21 октября 2018 г.

 პროექტებით სწავლება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდელია. ის საშუალებას მოგვცემს მე და ჩემს მოსწავლეებს უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და გარესამყარო, აუმაღლებს მათ სწავლისადმი ინტერესს, აუმაღლებს მოტივაციას, სურვილს უკეთესობისაკენ შეცვალოს  სამყარო და მის მიერ შექმნილ სამყაროში იყოს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა.