четверг, 29 ноября 2018 г.

პროექტის პორტფოლიო
ტრენინგის ფარგლებში ვისწავლე სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა, გავაკეთე ფლაერი, პრეზენტაცია, ბუკლეტი, პუბლიკაცია. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები , სხვადასხვა ორგანაიზერები. 
  ვფიქრობ , ტრენინგზე  მიღებული გამოცდილება დამეხმარება სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში და საინტერესოდ წარმართვაში.


четверг, 22 ноября 2018 г.

განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუში, შევქმენით ნიმუშები.
ვისაუბრეთ ინტელექტის ტიპებზე, გარდნერის თეორიაზე.
ვისაუბრეთ როგორ გავუწიოთ მოსწავლეებს ფასილიტაცია


суббота, 10 ноября 2018 г.

დღესაც აქტიურად ვიმუშავეთ. შევქმენით სასწავლო ნიმუშები. მოსწავლის ჩექლისტები, მოსწავლის დღიურის ნიმუშები. შევარჩიეთ სხვადასხვა შაბლონები, შევქმენით ცხრილები, ავაგეთ ცხრილის შესაბამისი დიაგრამა.

суббота, 3 ноября 2018 г.

      შეფასების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ინსტრუმენების გამოყენება  მნიშვნელოვანია იმისათვის,  რომ დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები,  ეფექტურად დავგეგმოთ სასწავლო პროცესი , ეფექტურად შევაფასოთ  სწავლა-სწავლების პროცესი.
       შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები გვეხმარება  გამოვავლინოთ  მოსწავლეების შესაძლებლობები, ვასწავლოთ მოსწავლეებს  თუ როგორ ისწავლონ უკეთესად, რათა  განვუვითაროთ მეტაკოგნიტური უნარები.

суббота, 27 октября 2018 г.

 პროექტის დაგეგმვისას დიდი მნიშვნელობა  აქვს მიზნების სწორად ჩამოყალიბებას , სწორი მიმართულების მიცემას . ამაში კი გვეხმარება მიმართულების მიმცემი კითხვები. კითხვების საშუალებით მოვახერხებთ წინარე ცოდნის დადგენას, გავიგებთ როგორ აზროვნებენ მოსწავლეები, რა შეხედულებები აქვთ მათ  ამა თუ იმ საკითხზე, დაგვეხმარება სწორად წარვმართოთ პროექტის მიმდინარეობა

воскресенье, 21 октября 2018 г.

 პროექტებით სწავლება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდელია. ის საშუალებას მოგვცემს მე და ჩემს მოსწავლეებს უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და გარესამყარო, აუმაღლებს მათ სწავლისადმი ინტერესს, აუმაღლებს მოტივაციას, სურვილს უკეთესობისაკენ შეცვალოს  სამყარო და მის მიერ შექმნილ სამყაროში იყოს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა.